პოლიტიკა
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი შეაჯამა

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები; საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხები და 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ EBRD-ი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით.

პრემიერი დავოსში ასევე შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც, საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით, არიან დაინტერესებულნი.

საბჭოს წევრებმა ასევე სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს.