საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ამ და სხვა მოთხოვნების შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ ბენიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოში ნავთობპროდუქტებზე უსამართლოდ მაღალი ფასებია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელიწადნახევარში ნავთობი მსოფლიო ბაზარზე 3-ჯერ გაიაფდა, ხოლო ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი ამავე პერიოდში საქართველოში მხოლოდ 20%-ით შემცირდა. მაფიოზ ნავთობიმპორტიორების კარტერული შეთანხმების თანახმად დღეის მდგომარეობით რეგულარის ტიპის საწვავი ღირს 1,47 ლარი, ნაცვლად მაქსიმუმ 1,05 ლარისა. აქვე დავძენ, რომ ევროსტანდარტებთან შეუსაბამო საწვავი ევროპულად საღდება და ევროპულ ფასადაც იყიდება. მთავრობის მიერ დაწესებულ ნორმებს საერთო არ აქვს ევროპულ ნორმებთან, ახალი ნორმების ამოქმედებას მთავრობა არ ჩქარობს. შესაბამისად ხარისხის სტანდარტი არ უმჯობესდება, როცა სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარი მოქლააქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ამით სარგებლობენ ნავთობიმპორტიორები და ხარისხიანი საწვავის შემოტანაზე თავს არ იწუხებენ.
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მოვითხოვთ, მთავრობამ შეწყვიტოს მაფიოზ ნავთობიმპორტიორების ლობირება; პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად ნავთობიმპორტიორების წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ხელისუფლებამ საწვავის ხარისხის სტანდარტის თაობაზე შეიმუშაოს წინადადებათა პაკეტი და შექმნას საწვავის ხარისხის მაკონტროლებელი სამსახური, რომელიც უშუალოდ პრემიერს დაექვემდებარება,” - აცხადებს, კერძოდ, არჩილ ბენიძე.