საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან გიორგი წერეთელთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ფიროსმანის ქუჩის N18 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.
ავარიული შენობა, რომელიც ასზე მეტი წლისაა, სიძველისგან და მიწისძვრისგან არის დაზიანებული.
საცხოვრებელი სახლის პროექტირება, რომელშიც 34 ოჯახი ბინადრობს, დეპუტატის შუამდგომლობით უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, რის შემდეგაც ჩუღურეთის რაიონის განვითარების ფარგლებში შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩაუტარდება.
რიმა ბერაძესთან ერთად საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით, ავარიული შენობა დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმაც დაათვალიერეს.