სამართალი
საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არიფ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ერთ-ერთი ოთახის სათავსოდან, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.