სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით.

დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ., მეტსახელად ლავას ოღლი. შედეგად, უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი.

მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა მოლდოვის რესპუბლიკაში. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი.