რედაქტორისგან
საქინფორმის პროგნოზი გამართლდა – H1N1–ის გავრცელება ხარკოვთან მდებარე ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია!

 2016 წლის იანვრის მესამე დეკადაში საქართველოში, სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინაში, სომხეთსა და რუსეთში ერთდროულად მასობრივად გავრცელდა ვირუსი H1N1 - კალიფორნიული გრიპი, ან როგორც მას სხვაგვარადაც უწოდებენ, ღორის გრიპი.

 დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, კალიფორნიული გრიპის შტამის გაჟონვა ხარკოვთან მდებარე დახურული ლაბორატორიიდან მოხდა. 2016 წლის 22 იანვარს ამის შესახებ განაცხადა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კორპუსის მეთაურის მოადგილე ედუარდ ბასურინმა: „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის მხრიდან უწინ უკვე აღინიშნა ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების დახმარებით საკვლევი სამუშაოების ჩატარების ფაქტი დახურული ლაბორატორიის ტერიტორიაზე, სოფელ შელკოსტანციაში, რომელიც ხარკოვიდან 30 კმ–ში მდებარეობს. ჩვენი მონაცემებით, კალიფორნიული სასიკვდილო გრიპის შტამის გაჟონვა სწორედ იქიდან მოხდა!“.

 საქინფორმი არაერთხელ აფრთხილებდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია სპეციალურად მოახდინოს ინფექციის გავრცელების ორგანიზება ხარკოვთან მდებარე ამერიკული ლაბორატორიიდან, „პრორუსულ“ სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინაში ეპიდემიის გამოწვევის მიზნით, საქართველოში – მისი ძებნაში გამომცხადებელი ხელისუფლებისთვის პრობლემების შესაქმნელად და ქვეყანაში პანიკის დასათესად, და, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ (იხ. ქვემოთ ორი ბმული):

 2015 წლის 20 ივლისს, პუბლიკაციაში „სააკაშვილმა ხელში ქიმიური იარაღი ჩაიგდო და თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს საშინელ პროვოკაციას ამზადებს!“, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი აფრთხილებს, რომ სააკაშვილმა ხელში ჩაიგდო საშინელი იარაღი უკვე უკრაინაში: „პოროშენკოს ნებართვით, სააკაშვილმა ხარკოვთან, ალეექსეევკაში ლუგარის ბიოლაბორატორიის ორეული გაახსნა – საცდელი პოლიგონი, სადაც პენტაგონის შვილობილი ამერიკული კომპანია „Blackand Veatch“, პოროშენკოს ნებართვით, ექსპერიმენტებს ატარებს განსაკუთრებულად საშიშ პათოგენურ აგენტებზე – ვირუსებზე, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებად!“.