უცხოეთი
ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი შვეიცარული ფრანკი იზარალა – მედია

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი შვეიცარული ფრანკი (99 786 500 დოლარი) იზარალა – წერს შვეიცარული პრესა. გამოცემა Handels Zeitung-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ინვესტიცია დაკარგა, რომელიც ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია RAPTOR-ში განახორციელა. კომპანიის აქციები გაუფასურდა და ზარალმა 100 მილიონს მიაღწია”, – წერს გამოცემა.

ივანიშვილის სახელით საფინანსო ოპერაციებს შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის კონსულტანტი ახორციელებდა, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია. გამოცემის ინფორმაციით, ეს ბანკი ივანიშვილის ქონებიდან ერთ მილიარდს განკარგავს.

მომხდარს თავად Credit Suisse-ც გამოეხმაურა. განმარტებაში წერია, რომ ბანკირმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზედმეტ რისკზე წავიდა, რამაც კლიენტი დიდ დანაკარგამდე მიიყვანა.