პოლიტიკა
საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ვიქტორია ნულანდმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრაზე განხილული იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოს და ამერიკის მთავრობების გაცვლით ვიზიტებზე.