საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსშიგაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეულიპროგრესი შეაფასეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა მე მას ვიცნობდი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა.