სამართალი
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში შტაბის უფროსების სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი.  შეხვედრა, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში შედგა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა. სხდომის დაწყებამდე შეხვედრის მონაწილეებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ჩართული ქვეყნების  შტაბების უფროსების განხილვის მთავარი თემა ავღანეთში ნატოს ოპერაციის მიმდინარეობა, არსებული საფრთხეები და გამოწვევები იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულებამდე დარჩება და მზადაა, ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა 2017 წელსაც განაგრძოს.

სამხედრო კომიტეტი ივლისში, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და თავდაცვის მინისტრებს კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ სამხედრო რჩევებს წარუდგენს. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა.