საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა. შეხვედრა დავოსში გაიმართა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და კარიმ მასიმოვმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.