პოლიტიკა
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავებების ფაქტებს და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხი.