საზოგადოება
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად მოქალაქე ნებისმიერ დროს შეძლებს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღებას.
ამ დრომდე მოქალაქეს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მისაღებად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა, საბუთების წარდგენა, განცხადების გაკეთება და ანკეტის შევსება უწევს, მხოლოდ ამის შემდეგაც იგი მოწმობას იღებს.