სამართალი
„დეკემბერში გამოქვეყნებული პოზიტიური დასკვნის შემდეგ, საქართველოსთან ერთად, სრულ ვიზალიბერალიზაციას ველოდებით“ – იოჰანეს ჰანი

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გააკეთა. "საქართველომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შთამბეჭდავი ძალისხმევა გასწია, შედეგები უკვე შესამჩნევია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. სხვა ინდიკატორებიც იმედის მომცემ ნიშნებს გვაძლევს", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა. ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. "ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დაამტკიცა, რომ იგი არის ეფექტური ინსტრუმენტი რეფორმების წახალისებაში. თუმცა, საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის ნიშნულებს და გადადგა უფრო მეტი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების კუთხით. ამის შედეგი იყო ჩვენი დადებითი ანგარიში გასული წლის დეკემბერში", - განმარტა ევროკომისარმა. გამომსვლელებმა, გატარებულ რეფორმებთან ერთად, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების, მედიის თავისუფლების ხარისხისა და სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრეს.