სამართალი
მეჭიაური: „რომელი რემბო მე მნახეთ!“ – საპროტესტო აქციის მონაწილის თქმით, თამაზ მეჭიაურმა მას ხელი გაარტყა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობასთან თბილისში, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ასევე შეკრებილი იყვნენ ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც შენობასთან დეპუტატი თამაზ მეჭიაური მივიდა. მძღოლებმა დაიწყეს სტვენა და გაწევ-გამოწევა. ერთ–ერთი მძღოლის მტკიცებით, დეპუტატმა მას ხელი გაარტყა, თუმცა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს.

 მარჯვენასაჭიანი მანქანების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები სამი მოთხოვნას აყენებდნენ: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხის გაუქმება, განბაჟების სისტემის შეცვლა და 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადება.

 თავის მხრივ, დეპუტატი თამაზ მეჭიაური პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილისთვის ხელის დარტყმას არ ადასტურებს. "არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ ისიც არ ვიცი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.