უცხოეთი
პესკოვი რუბლის გაუფასურებაზე სალაპარაკოდ საფუძველს ვერ ხედავს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუბლის კურსი ვოლატილურია, მაგრამ ეს გაუფასურება არ არის, – განაცხადა ეფ–ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 „მე არ გამოვიყენებდი სიტყვა „გაუფასურებას“. კურსი ნამდვილად იცვლება, კურსი ვოლატილურია, მაგრამ ეს ჯერ გაუფასურება არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ ცენტრობანკი სიტუაციას აკვირდება და აანალიზებს.

 შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს დოლარის კურსმა 85 რუბლს გადააჭარბა, ევრომ კი – 93–ს.