უცხოეთი
ირანმა ევროპელებს ნავთობზე ფასდაკლება შესთავაზა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ირანმა ევროპას მნიშვნელოვანი ფასდაკლება შესთავაზა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, მსგავსი გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ მსოფლიო ბაზარზე საუდის არაბეთისთვის კონკურენციის გასაწევად მიიღო.

სააგენტო ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის მონაცემებს აქვეყნებს და წერს, რომ ”ირან ჰევის” ტიპის ერთი ბარელი ნავთობი, რომელიც ოპეკის კალათაში შედის, 23 დოლარი და 85 ცენტი ღირს.

ევროპელი მომხმარებლისთვის ირანული ნავთობი 6 დოლარი და 55 ცენტით იაფი ეღირება.

18 იანვარს, სანქციების გაუქმების შემდეგ ირანმა ნავთობის წარმოება დღეში 500 ათას ბარელამდე გაზარდა.