პოლიტიკა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ 2016 წლის 28 იანვრის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი.  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის, 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით ავრცელებენ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ და მასში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძოდ ქართულმა ოცნებამ, „ რესპუბლიკურმა პარტიამკონსერვატიულმა პარტიამ, „მრეწველებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ არ შეასრულეს ამომრჩევლისთვის მიცემული, ერთ–ერთი უმთავრესი დანაპირები, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას შეეხებოდა.

 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოვუცხადოთ 2016 წლის 28 იანვარს დანიშნულგარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს.

მოვუწოდებთ ყველა,  საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას, შემოუერთდეს წინამდებარე დოკუმენტს. დავტოვოთ  ხელისუფლება მარტო, რათა  მთელმა საზოგადოებამ  დაინახოს,  კოალიცია „ქართული ოცნების“ რეალური  სახე,  რომლითაც იგი, უკვე ძალიან  გავს საბჭოთა ეპოქის კომუნისტურ პარტიას.

ხოლო, ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის ბოიკოტის რეჟიმზე და გადაწყვეტს ხელისუფლებას მაშველი რგოლი  გადაუგდოს, მოახდენს თვითლუსტრირებას და შეფასდება, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა.

ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოს, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო გარემო.  

 

ახალი მემარჯვენეები - მამუკა კაციტაძე

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - ნინო ბურჯანაძე

ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა

თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - კონსტანტინე გამსახურდია

ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი

რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან-მოურავი

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - ზურაბ ხარატიშვილი

ტრადიციონალისტთა კავშირი - აკაკი ასათიანი

ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გოჩა ჯოჯუა

ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - გია ბერძენაძე