სამართალი
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოზურგეთში მცხოვრები ძმები - ნოდარ თ. ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხოლო თორნიკე თ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნოდარ თ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან - თორნიკე თ-სთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. ძმებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ე.წ. „ზუბილა“, სახრახნისი და ტყავის ხელთათმანები.