საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აცხადებენ, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას მაინც მოახდენენ, როცა ის უკრაინის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდება. ამის შესახებ საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება „გლავკომ“–თან ინტერვიუში აცხადებს.
კერძოდ, საქართველოს პროკურორი ირაკლი შოთაძის ნათქვამის კომენტირებისას იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციას დაიჟინებენ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკლებამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან მოხდეს.
„საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შთაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება არ გამორიცხავს მის ექსტრადიციას ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან, რომლის მოქალაქეც იგი არ არის, რადგან მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები და ბევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა კრძალავს მხოლოდ მათი მოქალაქეების ექსტრადიციას“, – განმარტა შოთაძემ.