აქტუალური
სამშენებლო კომპანიები მომავალ წელს ბინების 15-20%-იან გაძვირებას ელიან

nikeდეველოპერულმა კომპანია „ნიკემ“ კრიზისული პერიოდი ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობით დაძლია. კომპანიამ ამ პროექტის ფარგლებში 2,5 მილიონი დოლარის სესხი მიიღო, რის შემდეგაც დამატებით 700 ათასი მოიზიდა. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, 2010 წელი კომპანიისთვის წარმატებული გამოდგა და ბულაჩაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დასრულება უკვე 2011 წლის თებერვალში იგეგმება. კვადრატული ფართის გასაყიდი ფასი საშუალოდ 900 დოლარიდან იწყება. „ნიკეს“ გენერალური დირექტორი 2011 წლიდან ფასების ზრდას 7-დან 15 პროცენტის ფარგლებში ელოდება, ხოლო ფასების ზრდის მიზეზად დამთავრებული ბინების სიმცირეს ასახელებს.დეველოპერული კომპანია "ჯორჯიან ჰაუსი" კი კრიზისის დაძლევის სტადიაშია. კომპანიის დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს შესთავაზეს პროექტი "უსაფრთხო სახლი", მყიდველთა აქტიურობა სახეზეა. ეს პროექტი გულისხმობს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწყებული მშენებლობების დაზღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინა აუცილებლად დასრულდება. "ჯორჯიან ჰაუსი" გურამიშვილის გამზირზე აწარმოებს მშენებლობას, იგი კრიზისის მიზეზით იყო შეჩერებული. მშენებლობა 2011 წლიდან განახლდება და 20 თვეში დასრულდება. „ჯორჯიან ჰაუსში“ მომავალი წლიდან ბაზარზე ფასების 15-20%-იან მატებას ვარაუდობენ.