პოლიტიკა
ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობისცენტრის ძალისხმევით, საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემია დაარსდა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გამართულ სადებატო სესიაში – „დემოკრატიის ძიებაში.“

 „ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ეკონომიკური განვითარება, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთებას და ბიზნესებისთვის ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა. ვთვლი, რომ მეწარმეობის სულისკვეთების წახალისების გზით ჩვენ შევძლებთ საქართველოს ტრანსფორმირებას. დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად ჩვენ წამოვიწყებთ ახალ პროგრამებს. ჩვენ დავუთმობთ მნიშვნელოვან რესურსებსა და ენერგიას ახალი ბიზნესების მხარდაჭერასა და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდების წახალისებას“, – განაცხადა პრემიერმა.

 „ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება პოვა. ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის ფონზე ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.