სამართალი
საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - გიორგი ალადაშვილი წარუდგინა. გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.
ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს.