საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ მოსკოვს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ტარიფის დაწევის შესახებ თხოვნით მიმართა, განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა ოვიკ აბრამიანმა ბიზნეს-წრეებთან გამართულ შეხვედრაზე.
„პრემიერ-მინისტრთან ადგილობრივმა მწარმოებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ენერგომატარებლების ფასების კონკურენციის ნეგატიურ გავლენაზე ადგილობრივ პროდუქციასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან მიმართებით“, — იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
აბრამიანის განმარტებით, სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის პროგრესი არსებითად დამოკიდებულია ენერგომატარებლებზე დაწესებულ ისეთ ფასებზე, რომლებიც ეკონომიკურ კონკურენციას არ შეზღუდავს.
„სომხეთის ხელისუფლებამ უკვე მიმართა რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მოველით“, — განაცხადა სომხეთის მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა.
სომხეთი რუსულ გაზს 2015 წლის 7 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 189 აშშ დოლარის ნაცვლად, 165 აშშ დოლარად შეისყიდის. რუსეთი სომხეთში ბუნებრივი აირის ძირითად მომწოდებლად ითვლება. კომპანია „გაზპრომ“ არმენია“ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული გაზის მოწოდებაზე მონოპოლიას ფლობს. შეგახსენებთ, რომ სომხეთს რუსული გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება.
sputnik-georgia.com