უცხოეთი
საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ბალისტიკური რაკეტის გამოცდისთვის ახალი სანქციები დაუწესა. ირანის სარაკეტო პროგრამასთან კავშირის მქონე 11 კომპანიასა და კერძო პირს ამერიკული საბანკო სისტემის გამოყენება აეკრძალება.
ამ გადაწყვეტილებას ბარაქ ობამას საგანგებო განცხადება უძღოდა წინ, რომელიც მან ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნასთან დაკავშიებით გააკეთა. შეერთებული შტატების ლიდერმა ამ გადაწყვეტილებას გონივრული უწოდა.