საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. 8 იანვარს აშშ–ის ელჩმა კელიმ საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ელჩმა მინისტრს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობისადმი.
იან კელიმ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა:
„მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს. ისინი საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ენერგიის ერთ წყაროზე და შეინარჩუნონ დივერსიფიკაცია. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა. საქართველოს აქვს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი და ვფიქრობ, წინდახედული ნაბიჯია პოტენციურ ენერგომომარაგებელთან საუბარი“.