პოლიტიკა
ამერიკის ელჩი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. განცხადება აშშ–ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

 "შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს,"- აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

 ამერიკის ელჩი საქართველო-გაზპრომის მოლაპარაკებების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

 "ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი (მთავრობის წევრების) განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან", - განაცხადა იან კელიმ.

 15 იანვარს ელჩმა კელიმ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს საქმიან სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ბატონი შოთაძის გეგმები განიხილეს და მართლმსაჯურების სისტემაში აშშ-საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.