აქტუალური
შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მთავრობას ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის შემუშავებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.

საკანონმდებლო დონეზე პირველად ჩნდება დეფინიცია მიუსაფარი ბავშვი“ და განისაზღვრება თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ამ ცნების შემოღებით მიუსაფარი ბავშვები ექცევიან სოციალური დახმარების პაკეტის მოქმედების ქვეშ.

მიუსაფარ ბავშვებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია მოუწესრიგდებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. დოკუმენტები გაიცემა უფასოდ და მათი მოწესრიგებისთვის მიმართვის უფლება ექნება სოციალურ მომსახურების სააგენტოსაც მშობლის და მეურვისგან დამოუკიდებლად. ბავშვის მოძალადისგან დაშორების უფლება დღემდე მხოლოდ სამართალდამცველებს აქვთ, ხოლო კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ასეთი უფლება სოციალურ მუშაკებსაც ექნებათ.