საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მხრიდან თანამშრომლის უკანონო გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მხრიდან დადგენილ მოტივებს ეხება.
„სააპელაციო პალატამ უკვე დადასტურებულ ფაქტებად წარმოგვიდგინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებები მოტივები. გარდა იმისა, რომ ანა მ. ბანკმა გაათავისუფლა პიროვნული შეუთავსებლობის საფუძვლით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო. „პროკრედიტ ბანკის“ მხრიდან არსებული მიზეზებით, თანამშრომლის დათხოვნა, სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნიშნით ადამიანის დევნა, რელიგიური დისკრიმინაცია, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა. თანამშრომლის გათავისუფლება დასახელებული მოტივებით, არის ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიისთვის საშიში, ცუდი და მიუღებელი ტენდენცია, რასაც სჭირდება წინ აღდგომა“, - ნათქვამია, კერძოდ, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.