საზოგადოება
„ნაცმოძრაობას“ სოკარის მონოპოლისტურ მდგომარეობაში ფინანსური დაინტერესება აქვს“ – ჯონდი ბაღათურია

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. „სოკარს“ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შეუქმნა ხელოვნურად მონოპოლისტური მდგომარეობა და ეს შექმნა პირადი ფინანსური, კორუფციული მდგომარეობის გამო. ეს არის მათი წივილ-კივილის და აჟიოტაჟის საფუძველი დღეს. „ნაცმოძრაობა” ცდილობს არ შემცირდეს „სოკარის“ შემოსავლები, არ გაუჩნდეს კომპანიას კონკურენტი, რაც ფასებს შეამცირებს, რაც მის სეგმენტსაც შეამცირებს, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ შემოსავლების წილიც იქნება შემცირებული“, – განაცხადა ბაღათურიამ.

„ესენი არიან:

 1. „სოკარგაზის“ დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვანო მერაბიშვილის ე.წ. „მოლარე“ ენერგეტიკების საკითხებში, ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც დღეს ძირითადი ოპერირების ხელმძღვანელია, რომლის მეშვეობითაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის გადაქაჩვა;

 2. დავით ზუბიტაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ის არის შვილობილი კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი;

 3. ირაკლი ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

 4. ნიკა ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეაბილატიცასა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი;

 5. ვალერი ჩიტაიშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გურიის გუბერნატრი იყო;

 6. დიმიტრი ბოჭორიძე – „სოკარ ჯორჯია გაზის“ კახეთის სამსახურის უფროსი, რომელიც თავის დროზე თეკვის საკრებულოს თავმჯდომარე იყო“, – ასაჯაროებს სიას ჯონდი ბაღათურია.

 „ეს ბანდა მოქმედებს დღეს და მათ მიერ არის დაწესებული 250-300%-ით უფრო მაღალი ფასები ბენზინზე და ამ ბანდის მიერ არის სპეკულაციური ფასები გაზზე დაწესებული, რითაც მოსახლეობის გატყავება ხდება“, – განმარტა ჯონდი ბაღათურიამ.