საზოგადოება
თამარ ჩუგოშვილი "ქართულ ოცნებაში" ბრუნდება, ლექსო თამაზაშვილი კი მას ტოვებს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. „ქართულ ოცნებაში“ პარტიული სიის მონახაზი უკვე  აქვთ, თუმცა კონკრეტულ გვარებს ღიად არ ასახელებენ.

 ოცნების საარჩევნო სიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი იქნება. ჩუგოშვილმა არასამთავრობო სექტორიდან მთავრობაში 2012 წლის არჩევნების შენდეგ გადაინაცვლა და ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად დაინიშნა, შემდეგ ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრა. ახლა კი ისევ ივანიშვილის გუნდში ბრუნდება და დეპუტატობისთვის ემზადება.

 ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ „ქართული ოცნების“ გუნდს მისი ნათესავებიც ტოვებენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც მაჟორიტარული და არც პროპორციული სიით ყოფილი პრემიერის ცოლისძმა მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ლექსო თამაზაშვილმა პოსტსკრიპტუმს დაუდასტურა, რომ ის სასწავლებლად მიემგზავრება.