საზოგადოება
საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. 14 იანვარს საგურამოში გაიმართა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საახალწლო შეხვედრა, რომელიც 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ეს იყო კორპორატიული წვეულება, რომლის თამადა თემურ ჭკუასელი იყო.
საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეკრების მიზეზი იყო ახალი წელი.
"ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ! "- ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.