სამართალი
„მემარცხენე ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაცია“ რუსთაველი სტუდენტების პეტიციას უერთდება

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. „პოლიტიკური პარტია ,,მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მხარს უჭერს რუსთაველ სტუდენტთა ასოციიის მიერ შემუშავებულ პეტიციას - რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტრანსპორტზე არაუმეტეს 75 თეთრამდე დაწეული სტუდენტური ტარიფის შემოღებასთან დაკავშირებით.

 „პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმართველობებს,  გაუნახევრონ სტუდენტებს საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფი, რათა ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი სტუდენტებისთვის  მგზავრობის მაღალი ტარიფი არ იყოს შემაფერხებელი ფაქტორი სწავლა-განათლების პროცესში“, - აცხადებს ,,მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარე სოფიკო კარტოზია.