სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ

 ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ვასილ . თბილისში, ვეშაპურის ქუჩაზე დააკავეს.

 სამართალდამცველებმა, ვასილ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ერ-პე-გე-18“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი და 176 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.