საზოგადოება
ლალი მოროშკინა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი აზრით, ქართული კანონმდებლობა არ კრძალავს ნატურალური ბეწვით ვაჭრობას. შესაბამისად, მისი საქმიანობა კანონით დასაშვებია და იგი მაღაზიის დახურვას, ბოიკოტის მიუხედავად, არ აპირებს.
,,მაღაზია დაიხურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისში მოქმედი ყველა დანარჩენი ბეწვისა და ტყავის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზია შეწყვეტს ფუნქციონირებას ან საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქმიანობა აიკრძალება,”- აღნიშნა ლალი მოროშკინამ. შეგახსენებთ, რომ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი თბილისში გუშინ ბეწვეულის მაღაზიის ,,მორო ქეის” გახსნას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მასში ნათქვამია, რომ XXI საუკუნეში ნატურალური ბეწვით ვაჭრობა ბარბაროსობად ითვლება და მოდის მაღალ ინდუსტრიაშიც აღარ გამოიყენება.