საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაციონალების ლოგიკით მთელი ევროპა რუსეთთან ალიანსშია“

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. დღეს, როდესაც ევროპის უდიდესი ნაწილი და პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსული  ,,გაზპრომის’’ გაზით მარაგდებიან, აზრადაც არავის გასჩენია  ამ ქვეყნის მთავრობები რუსეთთან ალიანსში და პრორუსულობაში დაედანაშაულებინა. ნაციონალების ლოგიკით მთელი ევროპა რუსეთთან ალიანსშია, - განაცხადა  ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. 

 „გრძელდება ნაციონალების ის ისტერიკა, რომელსაც  ექსპერტები და ზოგიერთი ენჯეოს წარმომადგენელი აყვნენსააკაშვილის დროსაც ვიღებდით რუსულ გაზს და  მაშინ სად იყვენენ ეს ყოვლისმცოდნე ექპერტები. 2003 წლიდან საქართველოს მიეწოდება რუსული გაზი, უბრალოდ 2006 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ გაზპრომის წილი შემცირდა აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის ხარჯზე. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ,,გაზპრომი’’ ამარაგებდა საქართველოს. მაგრამ ამის გამო  ისტერიკას არავინ ტეხდა. თუკი  გაზის იმ დანაკლის, რომელიც არსებობს ,,სოკართან’’ არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შევავსებთ ,,გაზპრომის’’ ხარჯზე, ამას ეკონიმიკის ექსპერტებიც მიესალმებიან.

 აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, მაგრამ ისიც  ნუ დაგვავიწყდება, სულ ახალახანს ქვეყნის მიერ  ძებნილი სააკაშვილი როგორი პატივით მიიღეს ბაქოში.  როგორი პრობლემები შეგვექმნა დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით როდესაც  საქართველოს საზღვარი გადმოწეულ იქნა, როგორ უქმნიან პრობლემებს ჩვენ სასულიერო პირებს და მოსახლეობას საინგილოში ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით...  ასე რომ ცოტა მეტად დავფიქრდეთ როცა ომახიან განცხადებებს ვაკეთებთ“, – აღნიშნა მჟავანაძემ.