სამართალი
საახალწლოდ პატიმართა ნაწილს შეიწყალებენ

shewyalebis-komisiaშეწყალების კომისიის სხდომა 25 დეკემბრისთვის არის დანიშნული, სადაც შეწყალებული პატიმრების ზუსტი რაოდენობა გაირკვევა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის თქმით, პატიმარი, რომელიც მიიღებს დადებით დახასიათებას და ეს პრეზიდენტისთვის იქნება მისაღები, ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა. კომისიის წევრები 200 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავენ. მათ შორის, 12 ქალია. შეწყალებასთან დაკავშირებით, კომისიას 1200-მდე პატიმარმა მიმართა.