უცხოეთი
სატელეფონო საუბარი აშშ–ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ–ის პრეზიდენტ ბარა ობამას  ტელეფონით ესაუბრა.

სირიის კრიზისზე მსჯელობის დროს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს გაეროს ძალისხმევას, რომ იანვრის ბოლოს ჟენევაში სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაიმართოს.

პარალელურად, ოფიციალური მოსკოვი სირიაში ავიაიერიშებს განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა დამასკოს რეგიონში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი დაბომბეს. შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 15 მცირეწლოვანი კი დაშავდა.