სამართალი
"პრეზიდენტს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პრობლემები აქვს მთავრობასა და პარლამენტთან!"- თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტსა და მთავარ პროკურორს შორის არსებულ უთანხმოებაზე პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მთავრობასა და პარლამენტთან მუდმივად ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა.

 "პრეზიდენტს კომუნიკაციის პრობლემა აქამდეც რომ ჰქონდა მთავრობასთანაც, პარლამენტთანაც, ახალი არ არის, სამაგიეროდ მას არ ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა ნაციონალურ მოძრაობასთან, გარკვეულ არასამთვრობოებთან. ცხადია, შეკვეცილი უფლებები ვერ მისცემს იმდენი ამბიციის დაკმაყოფილების საშუალებას. აბსოლუტურად სხვის კისერზე მოვიდა", - თამაზ მეჭიაურმა.

 ოპოზიცია კი პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 "ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პრეზიდენტს ხაზგასმული უპატივცემულობით ექცევა. პროკურატურა და სასამართლო მხოლოს ბიძინა ივანიშვილის ნებას ასრულებს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 გიორგი მარგველაშვილმა კონკრეტულ გახმაურებულ საქმეებზე განმარტებების მისაღებად პროკურატურას რამდენიმე დღის წინ ტელეეთერის საშუალებით მიმართა. თუმცა ირაკლი შოთაძემ სახელმწიფოს მეთაურისგან წერილობითი მიმართვა მოითხოვა.