საქართველოს მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრ ლორან ფაბიუსის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მისალოცი წერილები მიიღო.
„საფრანგეთი მხარს დაუჭერს თქვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკის მოდერნიზაცია და სოციალური პროგრესი. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებისას ყოველთვის შეეცდებით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - ნათქვამია ლორან ფაბიუსის მილოცვაში.
„თქვენი პრაგმატული რეალიზმი ნამდვილად დადებით შედეგს მოგიტანთ, იქნება ეს ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისას თუ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ფრთხილი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ ახლახან გამოქვეყნებული დადებითი მოხსენება ქვაკუთხედია საქართველოსთვის, რომლის დადებითი ეფექტის გამყარება ჩვენი საერთო მიზანია“, -ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მილოცვაში.