პოლიტიკა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა კვირიკაშვილი დავოსში მიიწვია

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. კლაუს შვაბი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობა დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მნიშვნელოვანია.

 “თქვენი მონაწილეობა 2016 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე დავოს-კლოსტერსში იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში, ასევე საკვანძო ეტაპი საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სურვილია, წლის განმავლობაში კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალი ინიციატივის, „ეკონომიკური კეთილდღეობის აბრეშუმის გზისფარგლებში”, - აღნიშნულია წერილში.

 „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მზად არის თქვენი და თქვენი მთავრობის დასახმარებლად ყველა თქვენს წარმოწყებაში. იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან და თქვენს კაბინეტთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში დადებითი ცვლილებების განხორციელების გზაზე. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას დავოსში”, - აცხადებს კლაუს შვაბი.

 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 20-23 იანვარს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.