საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლისპრიორიტეტები, რაც თანხვედრაში იქნება საზოგადოების მოთხოვნებთან და ამავდროულად, შეაჯეროს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.
შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. აღინიშნა,რომ 2017 წლამდე დასრულდება პატიმართა რისკების კლასიფიკაცია და მოხდება მათი გადანაწილებარისკების მიხედვით 4 ტიპის დაწესებულებაში. მთავარ ამოცანად განისაზღვრა პატიმართა რესოციალიზაცია, მათი დასაქმება და განათლება, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის კურსის გაგრძელება.
პრემიერ–მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მხრიდან დიასპორულ პრობლემებზე ზრუნვის გააქტიურების აუცილებლობასა და დიასპორულ ორგანიზაციებთანთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.