სამართალი
„საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ სომხეთზე გატარებული გაზის 10%–ის სანაცვლოდ „გაზპრომმა“ საქართველოს ფული გადაუხადოს“ – კახი კალაძე

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკებებზე საუბარია იმის შესახებ, რომ გატარებული გაზის 10%–ის გადმოცემის სანაცვლოდ საქართველოს გაზპრომმა თანხა გადაუხადოს.

 „ყოველწლიურად ხდება არსებული ხელშეკრულების გადახედვა, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის რომ შეიცვალოს ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ მოხდეს თანხობრივი ანაზღაურება, ანუ 10 პროცენტი გატარებული მოცულობისა რაც მოგვქონდა, ამის ნაცვლად გადაგვიხადონ თანხები, საუბარია 1 წლიან ხელშეკრულებაზე, ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული და როცა იქნება, საჯარო გახდება ყველასთვის. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებზე, ამიტომ რაღაც ტრაგედიებს რომ ხატავენ ე.წ. „ექსპერტები“ არის მარაზმი და არასწორი", - განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.