საზოგადოება
“ქართულ ოცნებას საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ალტერნატივა არა აქვს“- ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე: ჩვენ, 2016 წელს დიდი უპირატესობით, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. NDI-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობით. ჩვენ კვლევებს თავად ვატარებთ, რაც ამ განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს”.

 კობახიძის თქმით, “ქართული ოცნება კოალიციის პარტიებისთვის კარგი პარტნიორი იქნება“.

 „ყრილობა გაზაფხულზე ჩატარდება და პარტია გადახალისდება. აქტიური მუშაობა დაიწყება მოსახლეობასთან. მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადაჭრაზე ზრუნვა. არც ერთ ჩვენს ოპონენტს კრიტიკის საბაბი არ ექნება. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები გვქონდა და ეს კონსულტაციები მალე უფრო აქტიურ ფაზაში შევა”, - აღნიშნა კობახიძემ.

 “პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და მასში ნებისმიერი პროფესიის ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა, კონკრეტული პროფესიების დეფიციტი არსებობს. არასაკმარისია ეკონომისტები, იურისტები... ჩვენი მიზანი ამ დეფიციტის აღმოფხვრაა”, - განმარტა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.