საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. აჭარისა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით აჭარის მასშტაბით რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 2015 წელს წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც წლის განმავლობაში რეგიონში შემოსულ 443667 ტურისტს გულისხმობს. მათ შორის, აჭარაში 265 492 უცხოელი ტურისტი და 178 175 შიდა ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების 1.7%- იან და შიდა ტურისტების 4.4% -იან ზრდას გულისხმობს.
აჭარაში გამოკვეთილია ის ქვეყნებიც, საიდანაც რეგიონს 2015 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: თურქეთი +1,2 (78633), აზერბაიჯანი +0,2 (47821) , რუსეთი +1,6 (31827) , უკრაინა +1,5 (24587) და სომხეთი +0,7 (21 193).
2015 წელს, ბათუმის აეროპორტში 2014 წელთან შედარებით ტურისტების 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა (77 447 უცხოელი ვიზიტორი). აეროპორტში შემოსულ ვიზიტორთა მიხედვით შესაძლებელია ქვეყნების პირველი ექვსეულის გამოყოფა: უკრაინა - 18 830, რუსეთი - 16 076, თურქეთი - 10 244, ისრაელი - 9 888, ბელორუსია - 6 776 და პოლონეთი - 5 428.