აქტუალური
ქართული ფორთოხალი გაძვირდა

orangeწელს ქართულ ბაზარზე ფორთოხალი გასულ წელთან შედარებით 20-25 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ ჩვენთან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი საუბრობს. ემზარ ძირკვაძის თქმით, ფორთოხლის კრეფა ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო ფასები ხარისხის მიხედვით ლარიდან 1,5 ლარამდე მერყეობს. ფასების მატება მანდარინსა და ფორთოხალზე კი დაბალი მოსავლიანობის შედეგია.