პოლიტიკა
მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთასამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 გაფართოებული შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები, როგორ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური დადევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული იყოს.

 საუბრისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელდა დევნილებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა - საცხოვრებლის, საარსებო წყაროებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

 პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს  სამომავლო გეგმების შესახებ. პრეზენტაცია სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარსუბარმა წარადგინა.