საზოგადოება
გაზპრომთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები დავით უსუფაშვილის სახელზე მორიგ განცხადებას გაგზავნიან

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარისგან შუამდგომლობას ითხოვენ, რათა კომიტეტის ფორმატში საჯარო სხდომა ჩაინიშნოს, რომელსაც კახა კალაძე დაესწრება.

სამოქალაქო სექტორი შეხვედრაზე პასუხის მიღებას ითხოვს ყველა იმ კითხვაზე, რაც გაზპრომთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მზად არის დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი აქციებისთვის ემზადება.

ექსპერტები თანხმებიან, რომ გაზპრომის საქართველოში შემოსვლა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.