სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გარიკ . ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 ბრალდებული თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თეიმურაზ -ს კუთვნილ ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა. შემდეგ მოპარული ავტომანქანა დაშალა, ნაწილები და აქსესუარები კი სარეალიზაციოდ გაამზადა.

 ნახევრადდაშლილი ავტომანქანა პოლიციამ იმავე დღეს კუპრაძის ქუჩაზე აღმოაჩინა. ავტონაწილები და აქსესუარები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 ავტომანქანის მფლობელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 050 ლარი შეადგინა.