საზოგადოება
ფოთში სახლთან დატოვებული ახალშობილი იპოვეს

babyწუხელ ფოთში, საბჭოს ქუჩაზე, ახალაიების სახლთან ახლოს, კალათში ჩასმული ახალშობილი გოგონა იპოვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის სოციალური მომსახურების საქალაქო განყოფილებას განცხადებით მიმართა ქალაქის მკვიდრმა ელენე შენგელიამ. ახალაიების ოჯახმა კანონის აღსასრულებლად მისულ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვის წაყვანაზე ჯერ უარი უთხრა, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გოგონა ჩვილ ბავშვთა სახლში მაინც გადაიყვანეს. ბავშვს ახალაიების ოჯახის დიასახლისი თან გაჰყვა. ,,20 დეკემბერს მდედრობითი სქესის ახალშობილის პოვნის თაობაზე შემოვიდა განცხადება. ჩვენ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ბავშვი კანონის შესაბამისად მოვათავსეთ ჩვილ ბავშვთა სახლში,” - აცხადებენ სოციალური მომსახურების საქალაქო განყოფილებაში. ახალაიების ოჯახი, რომელსაც, 20 წელია, შვილი არ ჰყავს, ბავშვის შვილად აყვანას აპირებს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, ჯერჯერობით გაურკვეველია.